კვერკველია: "მინდოდა, ჩვენი მეტოქე ატლეტიკო, არსენალი ან მილანი ყოფილიყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კვერკველია: "მინდოდა, ჩვენი მეტოქე ატლეტიკო, არსენალი ან მილანი ყოფილიყო"


კვერკველია:

ევროპა ლიგის 1/8 ფინალში მოსკოვის "ლოკომოტივის" მეტოქე მადრიდის "ატლეტიკო" იქნება.

კენჭისყრის შემდეგ კომენტარი მოსკოვური გუნდის ქართველმა მცველმა საბა კვერკველიამ გააკეთა.

"კენჭისყრას ვერ ვუყურე, რადგან საქართველოშ მივფრინავდი. მოხარული ვარ, რომ ატლეტიკოს შევხვდით, ახლა გამოჩნდება, თუ რა შეგვიძლია.

ზოგადად კი მინდოდა, რომ ჩვენი მეტოქე სწორედ ატლეტიკო, არსენალი ან მილანი ყოფილიყო. 

მადლობა მინდა გადავუხადო იმ გულშემატკივრებს, რომლებიც გუშინდელ მატჩში, ყინვაში ჩვენს საქომაგოდ მოვიდნენ", - აცხადებს კვერკველია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები