გვარდიოლა სამართალდამცავებმა შეაყოვნეს და თვითმფრინავი გაუჩხრიკეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გვარდიოლა სამართალდამცავებმა შეაყოვნეს და თვითმფრინავი გაუჩხრიკეს


გვარდიოლა სამართალდამცავებმა შეაყოვნეს და თვითმფრინავი გაუჩხრიკეს

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას კერძო თვითმფრინავი კატალონიაში სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს.

ესპანელი ბრიტანეთიდან ბარსელონაში ბრუნდებოდა, რა დროსაც უშიშროებამ მასზე ეჭვი აიღო.

კერძოდ კი, გვარდიოლას თვითმფრინავში კარლეს პუჩდემონს ეძებდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "სიტის" თავკაცი კატალონიელს ესპანეთში დაბრუნებას მალულად ცდილობდა.

ეჭვი არ გამართლდა და გვარდიოლას თვითმფრინავში პუჩდემონი არ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ კარლეს პუჩდემონი კატალონიის ლიდერი იყო, რომელიც რეგიონის ესპანეთიდან გასვლას უჭერდა მხარს.

ახლა ის ბელგიაშია და ესპანეთში დაბრუნების შემთხვევაში დააპატიმრებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები