მოურინიო პოგბას: "კარებზე რა ეწერა? ბოსი! აქ მე ვარ ბოსი!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოურინიო პოგბას: "კარებზე რა ეწერა? ბოსი! აქ მე ვარ ბოსი!"


მოურინიო პოგბას:

ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ი სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს.

წყარო წერს, რომ პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს შორის საუბარი შედგა და ეს საუბარი კლუბისთვის არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი იყო.

ალბათ, ბოლო პერიოდში ყველა ამჩნევს, რომ მწვრთნელსა და 105-მილიონიან ფეხბურთელს შორის დაძაბულობაა. ბოლო შეხვედრებში ფრანგი ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება.

პრესა წერს, რომ პოგბა მოედანზე მოურინიოს მითითებებს არ ასრულებდა, რის გამოც სკამზე გადაინაცვლა.

The Sun წერს, რომ "სევილიასთან" შეხვედრის შემდეგ პოგბასა და მოურინიოს შორის, მთავარი მწვრთნელის კაბინეტში საუბარი შედგა.

ოთახში, პორტუგალიელმა ფრანგს შემდეგი სიტყვები უთხრა: "კარებს, გარედან შეხედე რა აწერია - მწვრთნელი. მე ვარ ბოსი!"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები