ვილიარეალის ფეხბურთელს ბრალი ყაჩაღობაში და განზრახ მკვლელობაში ედება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვილიარეალის ფეხბურთელს ბრალი ყაჩაღობაში და განზრახ მკვლელობაში ედება


ვილიარეალის ფეხბურთელს ბრალი ყაჩაღობაში და განზრახ მკვლელობაში ედება

"ვილიარეალის" ფეხბურთელს რუბენ სემედუს ბრალი განზრახ მკვლელობაში, ყაჩაღობასა და იარაღის უკანონო შენახვა/ტარებაში ედება.

მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გასაჯაროვდა, კლუბმა 23 წლის პორტუგალიელს კონტრაქტი უმალვე გაუწყვიტა.

ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოებს დაზარალებულმა მიმართა, რომელმაც თქვა, რომ რუბენ სემედუმ ის 2 პირთან ერთად დააყაჩაღა, თავისუფლება აღუკვეთა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

რუბენ სემედუს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, თუმცა თავად ფეხბურთელი ბრალდებას უარყოფს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები