ჯერარდი: "ბუსკეტსის წინააღმდეგ თამაში კოშმარია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჯერარდი: "ბუსკეტსის წინააღმდეგ თამაში კოშმარია"


ჯერარდი:

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, სტივენ ჯერარდმა "ბარსელონას" ჰავბეკი, სერხიო ბუსკეტსი შეაქო.

ლეგენდარული ინგლისელის თქმით, ესპანელი ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ნახევარმცველია.

"მის წინააღმდეგ მითამაშია. მასთან ბრძოლა ძალიან რთულია. შეუძლებელია მიუახლოვდე ბურთის ასართმევად", - ციტირებს ჯერარდის სიტყვებს BT Sport.

"თუ პრესინგს მიმართავთ, უმალვე ხელიდან გისხლტებათ და ტყუილუბრალოდ ხარჯავთ ენერგიას".

"ბუსკეტსის წინააღმდეგ თამაში კოშმარია. არც კი ოფლიანდება", - დასძინა სტივმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები