ვენგერმა გვარდიოლაზე ისაუბრა და ევროპის საუკეთესო კლუბი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვენგერმა გვარდიოლაზე ისაუბრა და ევროპის საუკეთესო კლუბი დაასახელა


ვენგერმა გვარდიოლაზე ისაუბრა და ევროპის საუკეთესო კლუბი დაასახელა

"არსენალის" თავკაცი, არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ სიტის" წარმატება შენაძენებს უკავშირდება და არა მწვრთნელ პეპ გვარდიოლას მუშაობას.

ფრანგი სპეციალისტის თქმით, ამის ბევრი დამამტკიცებელი საბუთი არსებობს.

გარდა ამისა, არსენმა კატალონიის "ბარსელონას" ევროპაში საუკეთესო კლუბი უწოდა.

"შეხედეთ "ბარსელონას", რომელიც ახლაც ევროპის საუკეთესო გუნდია, თუმცა გვარდიოლამ ის ექვსი წლის წინ დატოვა", - ციტირებს ვენგერის სიტყვებს ВВС.

"ფეხბურთი შეიცვალა, რადგან ნებისმიერ ფეხბურთელს მხოლოდ რჩეული კლუბები ყიდულობენ. მწვრთნელებს შეიძლება თავიანთი ფილოსოფია ჰქონდეთ, მაგრამ ყველაფერს ფეხბურთელები წყვეტენ".

"სიტის" დასამარცხებლად ახალ დონეზე თამაში გვჭირდება. მეტოქის სისუსტეებზე ფიქრი არ მინდა. ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავთ", - დასძინა "მეთოფეთა" თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები