ჩხეტიანი: "ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის მონაწილე მე გავხდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩხეტიანი: "ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის მონაწილე მე გავხდი"


ჩხეტიანი:

საქართველოს სუპერთასის დასრულების შემდეგ, რომელიც "ტორპედოს" გამარჯვებით დასრულდა, კომენტარი ქუთაისელთა თავკაცმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"თამაშს ვაგებდით, მაგრამ ჩემი ბიჭების სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ისინი გადაეწყვნენ, ორი მომენტი შექმნეს და ორივე გაიტანეს.

ვულოცავ მთელს ქუთაისს ამ გამარჯვებას, მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის. 

ტორპედომ საქართველოს სუპერთასი პირველად მოიგო და ბედნიერი ვარ, რომ ამის მონაწილე მე გავხდი. ტორპედო არის გუნდი, სადაც თამაშიც და მწვრთნელობაც სასიხარულოა", - აცხადებს ჩხეტიანი.

სუპერთასის ფინალში ქუთაისელები 1:0 აგებდნენ, თუმცა ბოლო 5 წუთში "ჩიხურას" 2 გოლი გაუტანეს და 2:1 მოიგეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები