მილანმა თვალი სუონსის ნახევარმცველს დაადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მილანმა თვალი სუონსის ნახევარმცველს დაადგა


მილანმა თვალი სუონსის ნახევარმცველს დაადგა

"სუონსის" ნახევარმცველი, კი სონ ენი შეიძლება "მილანში" გადავიდეს, იტყობინება Corriere dello Sport.

იტალიური გამოცემის თანახმად, "როსონერის" სპორტული დირექტორი, მასიმილიანო მირაბელი უკვე დიდი ხანია 29 წლის ფეხბურთელის თამაშს აკვირდება.

მილანელებმა კორეელი შესაძლოა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატონ, რადგან ჰავბეკს "გედებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად კი სონ ენმა 20 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი შეაგდო და ერთი საგოლე პასიც გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები