ატლეტიკო რეალის ექს-ფორვარდის ყიდვას აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ატლეტიკო რეალის ექს-ფორვარდის ყიდვას აპირებს


ატლეტიკო რეალის ექს-ფორვარდის ყიდვას აპირებს

"ლიონის" თავდამსხმელი, მარიანო დიასი შეიძლება "ატლეტიკოში" გადავიდეს, იტყობინება გავლენიანი მადრიდული გამოცემა AS.

არსებული ინფორმაციით, "როხიბლანკოს" წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე თვეა ყურადღებით აკვირდებიან 24 წლის ფეხბურთელს.

მოგეხსენებათ, ფრანგული კლუბის დომინიკელი ბომბარდირი წლების მანძილზე "რეალში" ირიცხებოდა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად მარიანო დიასმა 34 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი შეაგდო და ერთი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები