ლივერპულმა ვესტ ჰემი გაანადგურა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლივერპულმა ვესტ ჰემი გაანადგურა [VIDEO]



"ლივერპულმა" პრემიერ ლიგის 28-ე ტურში "ვესტ ჰემი" "ენფილდზე" ანგარიშით 4:1 გაანადგურა.

მასპინძელთა მხრიდან თავი ემრე ჩანმა, მოჰამედ სალაჰმა, რობერტო ფირმინომ და სადიო მანემ გამოიჩინეს. "ჩაქუჩების" მხრიდან კი ერთადერთი გოლის ავტორი მაიკლ ანტონიო გახდა.

ამ შეხვედრის შემდეგ, მერსისაიდელებს 57 ქულა დაუგროვდათ და ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აღზევდნენ. მესამე პოზიციაზე "მანჩესტერ იუნაიტედია", რომლის აქტივშიც 56 ქულაა, თუმცა "წითელი ეშმაკუნები" თავიანთ მატჩს ხვალ გამართავენ.

ლივერპული 4:1 ვესტ ჰემი


გოლები: ჩანი 29, სალაჰი 51, ფირმინო 57, ანტონიო 59, მანე 77

გაფრთხილებები: კოლინსი, კუიატე

ბურთის ფლობა
: 68-32

დარტყმები: 21-7

ზუსტი დარტყმები
: 12-4

ლივერპული: კარიუსი, არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ჩემბერლენი, ჩანი, მილნერი, სალაჰი, მანე, ფირმინო

ცვლილება: ლალანა, მორენო, სოლანკე

ვესტ ჰემი
: ადრიანი, საბალეტა, კოლინსი, ოგბონა, კრესველი, ევრა, მარიო, კუიატე, ნობლი, ლანზინი, არნაუტოვიჩი

ცვლილება: ანტონიო, ჩიჩარიტო, რაისი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები