სარატე ლაციოში დაბრუნებაზე ოცნებობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სარატე ლაციოში დაბრუნებაზე ოცნებობს


სარატე ლაციოში დაბრუნებაზე ოცნებობს

გამოცდილი არგენტინელი ნახევარმცველი, მაურო სარატე, იტალიის სერია ა-ში დაბრუნებაზე ოცნებობს.

"ბედნიერი ვიქნებოდი "ლაციოში" რომ კვლავ მოვხვდე, მაგრამ მესმის, რომ ეს ახლა არც ისე იოლია. სიმონე ინძაგის ხშირად ვხვდები, ვინაიდან ჩვენ ერთად ვთამაშობდით და ახლო მეგობრებად ვრჩებით.

მას მუდმივად ვთხოვ, რომ რომში წამიყვანოს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან კლუბის პრეზიდენტ კლუადიო ლოტიტოს არც ისე კარგად გამოვემშვიდობე.

თუმცა თუ მცირე შანსი მაინც გაჩდნება, მას ორივე ხელით ჩავებღაუჭები", - განაცხადა 30 წლის სამხრეთ ამერიკელმა.

მაურო სარატე რომის "ლაციოს" ღირსებას 2008-2013 წლებში იცავდა და იტალიაში კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაციოტრანსფერები მაურო სარატე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები