რეალმა BBC-ს გოლებით ალავესი არ დაინდო [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალმა BBC-ს გოლებით ალავესი არ დაინდო [VIDEO]



"რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში "ალავესი" (4:0) გაანადგურა.

ამ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა კრიშტიანუ რონალდუმ, თითო-თითო გოლი კი გარეტ ბეილისა და კარიმ ბენზემას ანგარიშზეა.

ზინედინ ზიდანის გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. სტუმრებმა, თავის მხრივ, სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს.

25 ტურის შემდეგ, "რეალი" სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს, 51 ქულით. პირველადგილოსან "ბარსელონას" 62 ქულა აქვს და თავის შეხვედრას დღეს გამართავს.

რეალი 4:0 ალავესი


გოლები: რონალდუ 44, ბეილი 46, რონალდუ 61, ბენზემა 89 (პენალტი)

გაფრთხილებები: პერესი, სობრინო, ლორენტე

ბურთის ფლობა
: 64-36

დარტყმები: 25-11

ზუსტი დარტყმები
: 10-5

რეალი: ნავასი, კარვახალი, ნავასი, ტეო ერნანდესი, კაზემირო, კოვაჩიჩი, ლუკასი, რონალდუ, ბეილი, ბენზემა

ცვლილება: სებალოსი, ლორენტე

ალავესი: პაჩეკო, ალექსისი, ლაგუარდია, ელი, დუარტე, პერესი, ტორესი, გარსია, ალფონსო, გვიდეტი, სობრინო

ცვლილება: იბაი, მედრანი, ბურგუი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები