სკანდალი: ნასრი ერთი წლით ფეხბურთს ჩამოაშორეს! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სკანდალი: ნასრი ერთი წლით ფეხბურთს ჩამოაშორეს!


სკანდალი: ნასრი ერთი წლით ფეხბურთს ჩამოაშორეს!

უეფას დისციპლინარულმა კომიტეტმა ნახევარმცველი, სამირ ნასრი ანდიდოპინგური წესის დარღვევის გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, წერს Marca.

ოფიციალურად ეს ინფორმაცია 26 თებერვალს დადასტურდება. როგორც ესპანური გავლენიანი გამოცემა წერს, ფრანგმა, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, 2016 წელს ლოს ანჯელესში მდებარე კლინიკა DripDoctors-ში სავიტამინო თერაპია გაიარა. მკურნალობის ამ ხერხს დოპინგის გამოყენების გამო მიმართავენ.

ნასრის საქმეზე გამოძიება დაიწყეს. ფეხბურთელის მხარე ამის გაუქმებას ცდილობდა და CAS-ში აპელაცია შეიტანა. თუმცა, ეს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უეფამ გამოკვლევა გააგრძელა. საბოლოო ჯამში, 30 წლის ფრანგი ერთი წლით ფეხბურთს ჩამოაშორეს.

შეგახსენებთ, როგორც აქადმე იწერებოდა, ნასრის შეძენას "ლას პალმასი" გეგმავდა.

მიმდინარე სეზონში სამირმა, რომელიც "ანტალიასპორის" ღირსებას იცავდა, თურქეთში 8 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები