ავტორიზაცია

იმობილე: "ჩვენთვის ვიდეოასისტენტი არ არსებობს"

იმობილე: "ჩვენთვის ვიდეოასისტენტი არ არსებობს"
თარიღი 11 Mar 2018, 22:17
რომის "ლაციოს" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ, სიმონე ინძაგის მსგავსად აღნიშნა, რომ "კალიარისთან" დღევანდელ მატჩში მსაჯებს ვიდეოასისტენტი უნდა გამოეყენებინათ.

"ფრე ნამდვილად არ არის ის, რაც გვჭირდებოდა. შედეგით მხოლოდ სანახევროდ ვართ კმაყოფილნი, ვინაიდან გამარჯვების მოპოვება გვინდოდა და არ გამოგვივიდა.

ჩვენ კარგად ვერ ვითამაშეთ, ამიტომაც ფრეს ვიღებთ, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ - სამწუხაროდ, ვიდეოასისტენტი "ლაციოსთვის" უბრალოდ არ არსებობს", - აღნიშნა 27 წლის იტალიელმა ფორვარდმა, რომელმაც საკუთარი გუნდი მარცხისგან ბოლო წუთებზე იხსნა (2:2).