რამდენი გოლი აქვს გატანილი რონალდუს ბოლო 7 მატჩში? - შესანიშნავი შედეგი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რამდენი გოლი აქვს გატანილი რონალდუს ბოლო 7 მატჩში? - შესანიშნავი შედეგი


რამდენი გოლი აქვს გატანილი რონალდუს ბოლო 7 მატჩში? - შესანიშნავი შედეგი

ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში მადრიდის "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ალავესი" ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

"სამეფო კლუბის" მხრიდან დუბლი გაიფორმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელსაც ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად ჩატარებულ ბოლო 7 შეხვედრაში 12 გოლი დაუგროვდა.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-ს (3:1) შეუსრულა დუბლი. დანარჩენი 10 ბურთი კრიშტიანუმ ლა ლიგაში შეაგდო.

აქვე შეგახსენებთ, "რეალის" ლიდერს ესპანეთის ჩემპიონატში 300 გოლი დაუგროვდა და "ბარსელონას" თავდამსხმელს, ლიონელ მესის რეკორდი მოუხსნა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები