დაპირისპირება მოედანზე გადმოინაცვლებს: მანჩესტერი ჩელსის შეხვდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დაპირისპირება მოედანზე გადმოინაცვლებს: მანჩესტერი ჩელსის შეხვდება


დაპირისპირება მოედანზე გადმოინაცვლებს: მანჩესტერი ჩელსის შეხვდება

ინგლისის პრემიერ ლიგისა და ალბათ მთელი უქმეების ცენტრალური შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე ლონდონის "ჩელსის" მიიღებს და მოურინიო-კონტეს სკანდალური სიტყვიერი პაექრობა უკვე უშუალოდ მოედანზე გადაინაცვლებს, რაც ამ დიდ მატჩს დამატებით ინტრიგას აძლევს.

დაწყების დრო: 18:05 საათი
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი

"მანჩესტერ იუნაიტედმა" შუაკვირას ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ რთული ბრძოლა გადაიტანა და "სევილიასთან" გასვლაზე უგოლო ფრე დავიდ დე ხეას დამსახურებაა - ესპანელმა საოცარი მატჩი ჩაატარა.

დაპირისპირება მოედანზე გადმოინაცვლებს: მანჩესტერი ჩელსის შეხვდება

2018 წელი "წითელმა ეშმაკებმა" ცოტათი არასტაბილურად დაიწყეს და 56 ქულით ინგლისის პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზე დაქვეითდნენ, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში მეორე პოზიციას დაიბრუნებენ.

ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის "ჩელსიმაც" ამ კვირაში იასპარეზა და საკუთარ მოედანზე "ბარსელონასთან" ფრედ 1:1 ითამაშა. კატალონიურ გრანდთან რთული ორთაბრძოლის შემდეგ "არისტოკრატებს" მორიგი სერიოზული გამოწვევა და დიდი პაექრობა ელით.

თამაშის წინ ანტონიო კონტემ ჟოზე მოურინიოსთან სიტყვიერი დაპირისპირება დაივიწყა და საკუთარ გუნდს სრული კონცენტრაციისკენ მოუწოდა. "ლურჯები" 53 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ და მარცხის შემთხვევაში შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ზონა დატოვონ.

დაპირისპირება მოედანზე გადმოინაცვლებს: მანჩესტერი ჩელსის შეხვდება


სავარაუდო შემადგენლობები

"მანჩესტერ იუნაიტედს" სევილიაში ესპანელი ცენტრი ანდერ ერერა დაემტვრა და ის რამდენიმე კვირას გამოტოვებს. სამაგიეროდ ძირითადში პოლ პოგბა დაბრუნდება. გარდა ამისა, გუნდს ბლინდი, როხო, ჯონსი, ფელაინი და იბრაჰიმოვიჩი ვერ ეხმარებიან. თუმცა ერიკ ბაილი გამოჯანმრთელდა და პრემიერ ლიგაში 2017 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშებს.

"ჩელსის" ახალი საკადრო პრობლემები არ აქვს, მაგრამ დავიდ ლუისი, ტემუ ბაკაიოკო და როს ბარკლი კვლავ ლაზარეთში იმყოფებიან

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა; ვალენსია, ბაილი, სმოლინგი, იანგი; მაკტომაინი, მატიჩი, პოგბა; ლინგარდი, ლუკაკუ, სანჩესი.

ჩელსი: კურტუა; მოზესი, ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი, ალონსო; კანტე, ფაბრეგასი; ვილიანი, მორატა, აზარი.

საინტერესო ფაქტები

"მანჩესტერ იუნაიტედს" ლონდონის "ჩელსისთან" ჩატარებული ბოლო 14 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული (5 ფრე, 8 წაგება).

"წითელი ეშმაკებისთვის" პრემიერ ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი დუბლი "ლივერპულს" აქვს შესრულებული - 4. შემდეგ კი 3 დუბლით "ჩელსი", "სიტი" და "არსენალი" მოდიან. დღეს "არისტოკრატებს" ამ შედეგის გაუმჯობესება შეუძლიათ.

დაპირისპირება მოედანზე გადმოინაცვლებს: მანჩესტერი ჩელსის შეხვდება

"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე უხერხული მეტოქე "ჩელსია" - მანკუნიანელებმა ყველაზე მეტი მარცხი (18) სწორედ "ლურჯებთან" განიცადეს და ყველაზე მეტი გოლიც (67) მათგან გაუშვეს.

ანტონიო კონტემ "ჩელსის" თავკაცის რანგში ჟოზე მოურინიო ბოლო 4 შეხვედრიდან სამჯერ (3 მოგება, 1 მარცხი) დაამარხა - ორჯერ პრემიერ ლიგაში და ერთხელ ასოციაციის თასზე.

ჟოზე მოურინიოს, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის რანგში, "ჩელსისთან" 3 თამაში აქვს წაგებული, რაც მისთვის სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე ცუდი შედეგია.

რომელუ ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში "დიდი ექვსეულის" გუნდებთან ჩატარებულ 6 თამაშში ვერცერთი გოლი გაიტანა და ამ მატჩებში მხოლოდ 4 ზუსტი დარტყმა განახორციელა.

მოურინიოსა და კონტეს ბოლო დროინდელი სიტყვიერი დაპირისპირება

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები