სიმეონემ გრიზმანის ბარსელონაში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სიმეონემ გრიზმანის ბარსელონაში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა


სიმეონემ გრიზმანის ბარსელონაში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ანტუან გრიზმანის მომავალ ზაფხულს "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, არგენტინელი სპეციალისტი ნახევარმცველების, იანიკ ფერეირა-კარასკოსა და ნიკოლას გაიტანის ჩინურ "დალიან იფანში" გადაბარგებასაც გამოეხმაურა.

"ფერეირა-კარასკოსა და გაიტანს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, ყოველთვის იხარჯებოდნენ გუნდისთვის. თუმცა, მიუხედავად მათი წასვლისა, გუნდში ყველაფერი რიგზეა. შემადგენლობა ბრძოლისუნარიანია. ახლა შეგვიძლია სათამაშო დრო თითოეულს მივცეთ".

"გრიზმანი "ბარსელონაში"? გულწრფელად ვამბობ, არამგონია, რომ პრესას კითხულობდეს", - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Goal.com.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები