გოდინი: "კარასკო? არ ვიცი, რას გავაკეთებდი, ასეთი წინადადება რომ მიმეღო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გოდინი: "კარასკო? არ ვიცი, რას გავაკეთებდი, ასეთი წინადადება რომ მიმეღო"


გოდინი:

მადრიდის "ატლეტიკოს" მცველმა, დიეგო გოდინმა ნახევარმცველ იანიკ ფერეირა-კარასკოს ჩინურ "დალიან იფანში" გადასვლაზე ისაუბრა.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ შეუძლია ბელგიელს გაუგოს.

"კარიერის ჩინეთში გაგრძელების თაობაზე, ფეხბურთელების გადაწყვეტილებას სრული პატივი უნდა ვცეთ. არ ვიცი, რას გავაკეთებდი, ისეთივე წინადადება რომ მიმეღო, როგორიც კარასკოს შესთავაზეს", - ციტირებს გოდინის სიტყვებს Marca.

მოგეხსენებათ, 24 წლის კარასკო "როხიბლანკოს" ღირსებას 2015 წლის ზაფხულიდან იცავდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები