ვალვერდეს კატასტროფული სტატისტიკა სიმეონესთან - 8-0 » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვალვერდეს კატასტროფული სტატისტიკა სიმეონესთან - 8-0


ვალვერდეს კატასტროფული სტატისტიკა სიმეონესთან - 8-0

კვირას, 19:15 საათზე, ლა ლიგის მატჩში "ბარსელონა" "ატლეტიკოს" მასპინძლობს.

ესპანური გამოცემა MARCA მთავარი მწვრთნელების სტატისტიკას აქვეყნებს.

სიმეონე მადრიდულ გუნდს 2013 წლიდან წვრთნის, ერნესტო ვალვერდე კი 2013-2017 წლებში "ბილბაოში" გამოდიოდა.

2013 წლიდან დღემდე, მწვრთნელები ერთმანეთს 12-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც სიმეონემ ვალვერდეს 8 შეხვედრა მოუგო. ესპანელმა არგენტინელი ვერც ერთხელ ვერ დაამარცხა, ფრედ კი 4 დაპირისპირება დასრულდა.

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რანგში, ვალვერდე სიმეონეს 1-ხელ შეხვდა და ის მატჩი მადრიდში 1:1 დასრულდა.

ამრიგად, ვალვერდე ეცედება, რომ სიმეონე კარიერაში პირველად დაამარცხოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები