ავტორიზაცია

კაფუ: "გატუზოს მილანისგან ყველაფერია მოსალოდნელი"

კაფუ: "გატუზოს მილანისგან ყველაფერია მოსალოდნელი"
თარიღი 20 Mar 2018, 21:54
"მილანის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა, ლეგენდარულმა კაფუმ, "როსონერის" ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა.

"სულაც არ არის გასაოცარი, რომ "მილანი" ახლა ასეთი თავდაჯერებულია, ვინაიდან გუნდის თავკაცი ჯენარო გატუზო გახლავთ.

გატუზოს "მილანისგან" ყველაფერია მოსალოდნელი. გუნდი მზად არის ყველაფერი გააკეთოს, როდესაც მთავარი მწვრთნელი ასეთი ემოციური და მგრძნობიარეა.

ანდრე სილვა? ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის არის მოთამაშე, რომელსაც მოედანზე სიტუაციის შეცვლა შეუძლია. ანდრემ იცის როგორ გაიტანოს გოლი და იმედია, გუნდში ოპტიმალურ როლს მიაგნებს", - განაცხადა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა.

მილანური გრანდი ახლა საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება და "როსონერიმ" იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 5 თამაში მოიგო.