ხავი: "2013 წლის ბაიერნი ისტორიაში საუკეთესო იყო"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა და ცენტრმა, ლეგენდარულმა ხავი ერნანდესმა, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა და გაიხსენა გუნდი, რომელმაც 2013 წელს ტრებლი მოიგო.
"როდესაც იუპ ჰაინკესისა და "ბაიერნის" სახელი მესმის, პირველ რიგში, საკმაოდ უსიამოვნო მოგონებები მახსენდება, რომლებმაც ჩემზე უარყოფითად იმოქმედეს. იმ ორ თამაშში უბრალოდ გაგვანადგურეს.
მაშინ რიბერი და რობენი საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდნენ, პლიუს შვაინშტაიგერი და ხავი მარტინესი. ის გუნდი "ბაიერნის" ისტორიაში საუკეთესო იყო და იმ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესოც.
მარტინესი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი პოზიცია კი მოედნის ცენტრშია. ლევანდოვსკი? მას უბრალოდ ძალიან ბევრი გააქვს. რაც შეეხება კიმიხს, თუ პეპი ასეთ პატარა ასაკში ენდობა მოთამაშეს, ესეიგი ის ძალიან ძლიერია", - განაცხადა "მაესტრომ".
იუპ ჰაინკესის "რეკორდმაისტერმა" 2012/13 წლების სეზონში ისტორიული ტრიპლეტი გაიფორმა - ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსელონა", ორი მატჩის ჯამში, 7:0 დაამარცხა.