"ეპიზოდთან ახლოს ვიდექი და ყველაფერი დავინახე" - ინტერვიუ გიორგი გაბედავასთან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"ეპიზოდთან ახლოს ვიდექი და ყველაფერი დავინახე" - ინტერვიუ გიორგი გაბედავასთან



ეროვნული ლიგის მე-2 ტურში ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა. "დილამ" "ჩიხურას უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩის ბოლო წამზე, "დილას" ფეხბურთელს ბურთი ხელზე მოხვდა, "ჩიხურას" ფეხბურთელები კი პენალტს ითხოვდნენ, თუმცა ამაოდ.

ამ და სხვა თემებზე, ეროვნული ლიგის ამჟამინდელმა ბომბარდირმა GOAL.GE-სთან ისაუბრა.

შეაფასეთ დილასთან მატჩი, იგებდით, მაგრამ მეტოქემ ზუსტად 5 წუთში გაათანაბრა...


უპირატესობას თავიდანვე ვფლობდით და გოლიც გავიტანეთ, თუმცა შემდეგ დასანანი ბურთი გავუშვით. გამარჯვებას ჩიხურა იმსახურებდა.

მატჩის ბოლო წამზე, საკამათო ეპიზოდი იყო, მსაჯმა პენალტის დანიშვნისგან თავი შეიკავა. თუ ხედავდით ამ ეპიზოდს?

პენალტი 100%-ით დასანიშნი იყო. ეპიზოდთან ძალიან ახლოს ვიდექი და ყველაფერი დავინახე. რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ბურთი ხელზე მოხვდა.

საკამათო ეპიზოდი დილა - ჩიხურას მატჩზე


საკამათო ეპიზოდი დინამო - რუსთავის მატჩის დროსაც იყო, როცა არბიტრმა პენალტი დანიშნა.  თვლი თუ არა, რომ მსაჯების მხრივ, ეროვნულ ლიგაში პრობლემები მოსაგვარებელია?

ეს უფრო კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა გაარჩიონ. რაც შეეხება დღევანდელ ეპიზოდს, ჩემი აზრით, პენალტის არ დანიშვნით მსაჯმა შეცდომა დაუშვა.

რა იქნება ამ სეზონში ჩიხურას მთავარი მიზანი? გუნდი კვლავ საქართველოს თასისთვის იბრძოლებს, თუ უკვე ეროვნული ლიგიდან შეეცდება ევროტურნირებზე გასვლას?

ჩვენთვის მთავარია, ყველა შეხვედრაში მაქსიმუმი გავაკეთოთ და ეროვნულ ლიგაში, რაც შეიძლება მაღალი საფეხური დავიკავოთ. დანარჩენს, ჩემპიონატი გვიჩვენებს.

2 თამაშში უკვე 4 გოლი გაქვს. ამაზე საუბარი ჯერ ზედმეტად ადრეა, მაგრამ როგორ ფიქრობ, იბრძოლებ სეზონის ბოლომდე ბომბარდირობისთვის?


რა თქმა უნდა, ადრეა და ამაზე არც ვფიქრობ, ჩემთვის გუნდის წარმატება უფრო მნიშვნელოვანია და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს, რითიც შემეძლება. სხვათაშორის, 3 წელია თავდასხმაში არ მითამაშია და შეიძლება გუნდს სხვა პოზიციაზეც დავჭირდე და გოლი ვერ გავიტანო, მაგრამ გუნდის წარმატებისთვის პოზიციის შეცვლა საჭირო იყოს. ბომბარდირობა კარგია, მაგრამ მთავარი გუნდის ინტერესებია.

დილა - ჩიხურა 1:1 [გოლები]


GOAL.GE

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები