"რატომ გადავედი 2 კვირის ინტერვალში ახალი გუნდიდან სხვა კლუბში?" - ჯიღაური GOAL.GE-ს ესაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"რატომ გადავედი 2 კვირის ინტერვალში ახალი გუნდიდან სხვა კლუბში?" - ჯიღაური GOAL.GE-ს ესაუბრა



2 კვირის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველი შემტევი ჯაბა ჯიღაური ყაზახურ "აქტობეში" გადავიდა.

გუშინ კი ყაზახურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯიღაურმა "აქტობე" დატოვა და "ორდაბასში" გადავიდა.

ამის მიზეზებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი GOAL.GE-ს ესაუბრა.

"ორდაბასის პრეზიდენტმა ჩემი თამაში მოსამზადებელ ეტაპზე ნახა და გაუჩნდა სურვილი, მის გუნდში წავეყვანე.

აქტობეს შესთავაზა, რომ მცველს მისცემდნენ, სანაცვლოდ კი ორდაბასში უნდა წავსულიყავი, ისინიც დათანხმდნენ, რადგან დაცვის ხაზში დიდი პრობლემები ჰქონდათ.

ჩემთვისაც კარგია, ორდაბასი ძლიერი გუნდია, ყაზახეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდნენ და ევროპა ლიგაზე ვითამაშებთ. გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე", - განუცხადა ჯიღაურმა GOAL.GE-ს.

ყაზახეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, "ორდაბასმა" 58 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციაზე გავიდა. ახალი სეზონის პირველ მატჩს კი გუნდი 11 მარტს, "შახტიორთან" ჩაატარებს.

GOAL.GE

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები