კაშიას ვიტესს ზაფხულში სლუცკი ჩაიბარებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კაშიას ვიტესს ზაფხულში სლუცკი ჩაიბარებს


კაშიას ვიტესს ზაფხულში სლუცკი ჩაიბარებს

"ცსკა"-სა და რუსეთის ეროვნული ნაკრების ექს-მთავარი მწვრთნელი, ლეონიდ სლუცკი "ვიტესს" შეუთანხმდა და ზაფხულში გუნდს სათავეში ოფიციალურად ჩაუდგება.

მოგეხსენებათ, ჰოლანდიური გუნდის კაპიტანი საქართველოს ნაკრების მცველი, გურამ კაშიაა.

Omroep Gelderland-ის ცნობით, 46 წლის სპეციალისტი ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

სლუცკი აღნიშნულ თანამდებობაზე ჰენკ ფრეიზერს შეცვლის, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ დაკავებულ პოსტს დატოვებს.

იანვარში "ვიტესის" გენერალური დირექტორი და სპორტული დირექტორი რუს სპეციალისტს შეხვდნენ.

ბოლოს სლუცკი "ჰალ სიტიში" მუშაობდა, საიდანაც ამ სეზონის მიმდინარეობისას გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, 26 ტურის შემდეგ, "ვიტესი" ჰოლანდიის ჩემპიონატში მე-6 ადგილს იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები