მოქმედმა ჩემპიონმა სეზონის პირველი მატჩი მოიგო [გოლები] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოქმედმა ჩემპიონმა სეზონის პირველი მატჩი მოიგო [გოლები]



ეროვნული ლიგის მეორე ტურში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "რუსთავსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის.

მატჩის პირველი ტაიმი თანაბარი იყო და ორმხრივი შეტევებით წარიმართა, თუმცა გოლი მხოლოდ ქუთაისურმა კლუბმა გაიტანა, თავი მე-5 წუთზე კუხიანიძემ გამოიჩინა.

მეორე ტაიმში "რუსთავს" უნდა შეეტია, რათა ანგარიში გაეთანაბრებინა, თუმცა ეს ვერ შეძლო. პირიქით, "ტორპედოს" მათზე მეტი მომენტი ჰქონდა.

საბოლოოდ, მოქმედმა ჩემპიონებმა 1:0 მოიგეს და ახალ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმეს, "რუსთავმა" კი პირველი მატჩი წააგო.

რუსთავი - ტორპედო 0:1

გოლები: კუხიანიძე '5

გაფრთხილება: ტაბატაძე, ცარიკაევი.

შემადგენლობები:

რუსთავი: რევიშვილი, გეგეჭკორი, პაპავა, კვირკვია, ცარაკაევი, მიქელთაძე, ფონიავა, ცხოვრებოვი, კობახიძე, გაბულოვი, გორელიშვილი.

შეცვლა: ქავთარაძე, ჩოგაძე, მარცხვალაძე.

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, სარდალიშვილი, კუხიანიძე, გურული, კუტალია, გოლიძე, ქიმაძე, გიგაურიმ ბოხაშვილი.

შეცვლა: მამასახლისი, ლიპარტია, კაპანაძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები