საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი სტუმრად გაანადგურა [ლელოები] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი სტუმრად გაანადგურა [ლელოები]



რაგბი ევროპას მეოთხე ტურის მატჩი რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

რუსებმა თამაში მოულოდნელად კარგად დაიწყეს და პირველი 3 ქულაც მოიპოვეს, თუმცა საქართველომ 24-ე წუთზე ლელო დადო და წინ გავიდა. თავი ანტონ ფეიქრიშვილმა გამოიჩინა.

დადებული ლელოს შემდეგ, რუსეთი კვლავ გააქტიურდა, 2 ჯარიმა მოიპოვა, ორივე გაიტანა და პირველი ტაიმი 9:7 მოიგო.

მეორე ტაიმი საქართველოს კონტროლით წარიმართა. სოსო მათიაშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად გამოიყენა და საქართველო წინ გაიყვანა.

მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, საქართველომ მასირებული შეტევები დაიწყო, რის შედეგადაც 66-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო დადო. ამჯერად, ლელო ნემსაძის ანგარიშზეა.

ბოლო ლელო ლობჟანიძის ჭკვიანური გადაცემით სიჭინავამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 29-9.

რაგბი ევროპას ბოლო ტურის მატჩს მილტონ ჰეიგის გუნდი 18 მარტს, თბილისში, რუმინეთის ნაკრებთან გამართავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები