ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი


ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

ლეგენდარული ფეხბურთელების კარიერის დასრულების შემდეგ, კლუბები და გულშემატკივრები სამუდამოდ ცდილობენ მათ დაფასებას. არიან ისეთები, რომელთა ნომრებიც საერთოდ ამოიღეს ხმარებიდან, ასე ვთქვათ წავიდნენ და ნომერიც თან წაიღეს.

გავიხსენოთ ის მოთამაშეები, ვისაც ერგო მსგავსი პრივილეგია. სასიამოვნოა, რომ ეპოქალურ ფეხბურთელებს შორის ორი ქართველიც გამოირია.

10. ხავიერ ძანეტი

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

კლუბი: ინტერი (858 მატჩი, 21 გოლი)
წლები: 1995-2014
ნომერი: 4

9. ბობი მური

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

კლუბი: ვესტ ჰემი (644 მატჩი, 27 გოლი)
წლები: 1958-1974
ნომერი: 6

8. ფრანკო ბარეზი

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

კლუბი: მილანი (719 მატჩი, 33 გოლი)
წლები: 1977-1997
ნომერი: 6

7. ჯიაჩინტო ფაკეტი

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

კლუბი: ინტერი (629 მატჩი, 75 გოლი)
წლები: 1961-1978
ნომერი: 3

6. ფერენც პუშკაში

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

კლუბი: კიშპეშტი და ჰონვედი (ჯამში 367 მატჩი, 380 გოლი)
წლები: 1939-1956
ნომერი: 10

5. რობერტო ბაჯო

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

კლუბი: ბრეშია (101 მატჩი, 46 გოლი)
წლები: 2000-2004
ნომერი: 10

4. პაოლო მალდინი

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

კლუბი: მილანი (902 მატჩი, 33 გოლი)
წლები: 1984-2009
ნომერი: 3

3. იოჰან კრუიფი

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

კლუბი: აიაქსი (364 მატჩი, 266 გოლი)
წლები: 1957-1973, 1981-1983
ნომერი: 14

2. დიეგო მარადონა

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

კლუბი: ნაპოლი (259 მატჩი, 115 გოლი)
წლები: 1984-1991
ნომერი: 10

1. პელე

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

კლუბი: ნიუ იორკ კოსმოსი 107 მატჩი, 64 გოლი)
წლები: 1975-1977
ნომერი: 10

ბონუსი

თემურ ქეცბაია

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

კლუბი: ანორთოსისი (176 მატჩი, 72 გოლი)
წლები: 1992-1994, 2002-2006
ნომერი: 14

ვაჟა თარხნიშვილი

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

კლუბი: შერიფი (443 მატჩი, 19 გოლი)
წლები: 1999-2012
ნომერი: 5

საინტერესო ფაქტები

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

ალდაირმა 13 წელი გაატარა "რომაში", რის შემდეგაც "მგლების" ხელმღძვანელობამ ამოიღო ხმარებიდან მისი 6-ნომრიანი მაისური. 2013 წელს კევინ სტროტმანმა ითხოვა აღნიშნული ნომრის ტარება და ჰოლანდიელის სურვილის წინააღმდეგი არცერთი მხარე არ იყო. სტროტმანის მოსვლამდე ალდაირის მაისური 10 წლის მანძილზე იყო ხელუხლებელი.

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

როჟერიო სენიმ გაატარა 25 წელი "სან პაულუში" ორიგინალური ნომრით 01. მისი წასვლის შემდეგ, ეს ნომერი სამუდამოდ ბრაზილიელ კიპერს დარჩა, თუმცა ჩვეულებრივი 1-ნომრიანი მაისური კვლავ "სამფეროვანთა" განკარგულებაშია.

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

ლუის ენრიკეს წასვლის შემდეგ, "ბარსელონამ" მას პატივი მიაგო და 21-ნომრიანი მაისური გააუქმა. მოგვიანებით ლა ლიგის უფროსობამ აკრძალა მსგავსი ინიციატივები და ესპანელი ფეხბურთელის ნომერი ლილიან ტურამს გადაეცა. დღეს 21 ნომერი "ბლაუგრანაში" ძალაშია.

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

სინამდვილეში მალდინის ნომერი მხოლოდ ნაწილობრივ არის ამოღებული ხმარებიდან. პაოლოს მოთხოვნით, 3-ნომრის ტარების უფლება მხოლოდ მის შვილებს ექნებათ.

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

2002 წლის მუნდიალის წინ, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა ამოეღო ხმარებიდან მარადონას 10-ნომრიანი მაისური და ფეხბურთელები 1-დან-24-მდე დანომრა. ფიფამ არ დაუშვა აღნიშნული ქმედება, რის შედეგადაც, დონ დიეგოს ნომერი არიელ ორტეგას გადაეცა. დღეს "ალბისელესტეს" ათიანი ლიონელ მესია.

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

რაულის "შალკედან" წასვლის შემდეგ, გელზენკირხენელებმა პატივი მიაგეს ესპანელ ლეგენდას და 7-ნომრიანი მაისური გააუქმეს. მოგვიანებით "მეხაშტეებმა" ხელი აიღეს აღნიშნულ ინიციატივაზე და შვიდიანი დააბრუნეს, რომელიც მაქს მაიერს გადასცეს.

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

თავდაპირველად ზამორანო 9-ნომრით ასპარეზობდა "ინტერში". შემდეგ მოვიდა რონალდო და 10-ნომერი აიღო, მოგვიანებით კი "ნერიაძურის" რობერტო ბაჯოც შეუერთდა. "ფენომენს" ძალიან უნდოდა ცხრიანი, "კიკინას" კი თავისი ათიანი. საბოლოოდ ნომრების გადანაცვლება მოხდა და ახალწვეული ვარსკვლავები კმაყოფილნი დარჩნენ.

რაც შეეხება ჩილელს, მან ორიგინალურობა გამოიჩინა და 18 ნომერი აიღო, მაგრამ ისე, რომ მაინც 9-ნომრად დარჩა. ზამორანომ ზურგზე 1+8 დაიწერა, მოგვიანებით ეს ნომერი მისი სავიზიტო ბარათი გახდა. "ინტერმა" რასაკვირველია სამუდამოდ მიანიჭა "ივანე მრისხანეს" თავისი საფირმო ნომერი.

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

ოფიციალურად, ძოლას მაისური გაუქმებული არ არის, თუმცა მისი წასვლის შემდეგ, 25-იანი მაისური "ჩელსის" რიგებში აღარავის მოურგია. არადა იტალიელი უკვე 15 წელია, რაც "ლურჯების" რიგებში არ ირიცხება.

გარდაცვლილი ფეხბურთელები

ფეხბურთელები, რომელთა წასვლის შემდეგ კლუბებმა სამუდამოდ ამოიღეს მათი ნომერი

ფეხბურთში ხშირია, როდესაც მოთამაშის სიკვდილის შემდეგ, ნომერი სამუდამოდ მას რჩება. მაგალითად ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი დავიდე ასტორის 13-ნომერი ამოიღეს ხმარებიდან "ფიორენტინამ" და "კალიარიმ". ასტორის გარდა, სხვადასხვა კლუბებმა ანალოგიურად მიაგეს პატივი მარკ-ვივიენ ფოეს, რამირო პუერტას, დანიელ ხარკეს, შეიკ ტიოტეს, მიკლოს ფეჰერსა და სხვა წასულებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები