"ის გაჯერებს, რომ გამოუყენებელი მომენტი ფორვარდის ბრალი იყო" - რამდენ გოლს გაუშვებდა იუნაიტედი, რომ არა დე ხეა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"ის გაჯერებს, რომ გამოუყენებელი მომენტი ფორვარდის ბრალი იყო" - რამდენ გოლს გაუშვებდა იუნაიტედი, რომ არა დე ხეა?



2017 წლის მიწურულს, ჟოზე მოურინიოს დაავიწყდა ტრანსფერებში დახარჯული 300 მილიონი, რის შემდეგაც პორტუგალიელმა მეზობელ "სიტის" წაკბინა:

"ჯერ მხოლოდ მეორე წელია, რაც ახალი გუნდი შენდება. ჩვენი შემადგენლობა შორს არის საუკეთესოსგან. შეხედეთ "სიტის", გვარდიოლამ განაპირა მცველები იყიდა თავდამსხმელების ფასად,"

"ის გაჯერებს, რომ გამოუყენებელი მომენტი ფორვარდის ბრალი იყო" - რამდენ გოლს გაუშვებდა იუნაიტედი, რომ არა დე ხეა?

მოურინიოს რეპლიკაში გაიპარა ორი შეცდომა. პირველი: "ქალაქელებმა" ბევრად უფრო ნაკლები გადაიხადეს უოკერსა და მენდიში, ვიდრე "იუნაიტედმა" ლუკაკუში. მეორე: ექს-"მონაკოელი" მთელი სეზონის მანძილზე იმყოფება ლაზარეთში, რის გამოც "სიტის" მარცხენა ფრთის გამაგრება ნახევარმცველებს უწევთ.

აქედან გამომდინარე, "ქალაქელთა" პროგრესი არამხოლოდ ხმაურიანი ტრანსფერების დამსახურებაა, არამედ მწვრთნელის სწორი მუშაობისაც. "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებს ერთი სული აქვთ, თუ როდის მიაქცევს ჟოზე სათანადო ყურადღებას გუნდის დაცვით პრობლემებს.

"ის გაჯერებს, რომ გამოუყენებელი მომენტი ფორვარდის ბრალი იყო" - რამდენ გოლს გაუშვებდა იუნაიტედი, რომ არა დე ხეა?

სტატისტიკას თუ ვენდობით, საიმედოობის მხრივ "იუნაიტედის" დაცვა მხოლოდ მე-5 ადგილს იკავებს პრემიერ ლიგაში. "წითელი ეშმაკები" უფრო ხშირად ცდებიან თავის საჯარიმოში ვიდრე "სიტი", "ტოტენჰემი", "ლივერპული" და "ჩელსი".

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მოურინიოს გუნდი ესეთ მაღალ საფეხურზე იმყოფება, არის დავიდ დე ხეა. ესპანელი იმდენად დამაჯერებელია, რომ მის შესახებ ადეკვატურად საუბრობს გარი ნევილიც კი:

"ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ. დე ხეა რომ არა, "იუნაიტედს" სერიოზული პრობლემები ექნებოდა. დავიდის წყალობით, "მანჩესტერის" მცველების არადამაჯერებლობა შეუმჩნეველი რჩება,"

"ის გაჯერებს, რომ გამოუყენებელი მომენტი ფორვარდის ბრალი იყო" - რამდენ გოლს გაუშვებდა იუნაიტედი, რომ არა დე ხეა?

სტატისტიკურად, ესპანელი კიპერი მის კარში დარტყმული ბურთების 60%-ს იგერიებს. ამის გარდა, დე ხეა სეზონიდან-სეზონამდე პროგრესირებს. მაგალითად 2014-2015 წლის სეზონში დავიდი 58% შემთხვევაში ტოვებდა კარს ხელშეუხებლად, ერთი წლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 10-%ით გაიზარდა.

ანალიტიკოსის, ბობი გარდინერის მტკიცებით, იმ პერიოდიდან მოყოლებული, რაც დე ხეა "იუნაიტედშია", ესპანელმა 36 გაშვებული გოლისგან იხსნა გუნდი. იგივე 2014-2015 წლის სეზონში, დავიდმა დამატებითი 10 ქულა მოუტანა "ეშმაკებს", რისი წყალობითაც "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა.

"ის გაჯერებს, რომ გამოუყენებელი მომენტი ფორვარდის ბრალი იყო" - რამდენ გოლს გაუშვებდა იუნაიტედი, რომ არა დე ხეა?

"ოლდ ტრაფორდზე" გატარებული 7 არასრული წლის მანძილზე, დე ხეამ მხოლოდ 6 უხეში შეცდომა დაუშვა. ცნობისთვის, პეტრ ჩეხი 12-ჯერ შეცდა, უგო ლორისი კი 13-ჯერ. სიმონე მინიოლეს ფეილებზე საუბარი კი შორს წაგვიყვანს.

"ის გაჯერებს, რომ გამოუყენებელი მომენტი ფორვარდის ბრალი იყო" - რამდენ გოლს გაუშვებდა იუნაიტედი, რომ არა დე ხეა?

ესპანელი კიპერი კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ ის თანაბრად ეფექტურად იგერიებს ბურთებს, როგორც ხელით, ისე ფეხითაც. პიტერ კრაუჩმა ზუსტად აღწერა დავიდის დამაჯერებლობა:

"როდესაც თავდამსხმელი დე ხეასთან ერთი-ერთზე გადის, ქვეცნობიერად ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გოლი არ გავა. ის გაჯერებს, რომ გამოუყენებელი მომენტი ფორვარდის ბრალია,"

"ის გაჯერებს, რომ გამოუყენებელი მომენტი ფორვარდის ბრალი იყო" - რამდენ გოლს გაუშვებდა იუნაიტედი, რომ არა დე ხეა?

დავიდის სეივებისგან შოკშია თვით მოურინიოც კი. "არსენალთან" მატჩის შემდეგ, რომელშიც დე ხეამ 14-ჯერ იხსნა კარი, ჟოზე გამოტყდა, რომ აქამდე მსგავსი პერფომანსი მეკარის შესრულებით მას არ უნახავს. ანალოგიური აზრი ტიერი ანრიმაც წარმოსთქვა.

ესპანელმა არნახული პროგრესი განიცადა. "ოლდ ტრაფორდზე" მოსვლის პერიოდში, რიო ფერდინანდი გაოგნებული იყო იმით, თუ როგორ უნდა ყოფილიყო გუნდი ამ გამოუცდელი და ფიზიკურად სუსტი კიპერის იმედზე. ინგლისელი მცველი მალევე მიხვდა თავის შეცდომას.

"ის გაჯერებს, რომ გამოუყენებელი მომენტი ფორვარდის ბრალი იყო" - რამდენ გოლს გაუშვებდა იუნაიტედი, რომ არა დე ხეა?

რამდენიმე წლის წინ, ჯონ ტერიმ პეტრ ჩეხზე თქვა, რომ ის "არსენალს" დამატებით 12-15 ქულას მოუტანს. დღესდღეობით ეს სიტყვები დე ხეაზე ითქმის. ვინ იცის, სად იქნებოდა ახლა "იუნაიტედი" და მოურინიო, რომ არა ესპანელი მეკარე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები