უხვგოლიანი თბილისური დერბი - დინამომ ლოკომოტივი გაანადგურა [გოლები] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

უხვგოლიანი თბილისური დერბი - დინამომ ლოკომოტივი გაანადგურა [გოლები]



ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრა თბილისურ კლუბებს შორის - "ლოკომოტივსა" და "დინამოს" შორის, უხვგოლიანი გამოდგა.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. 21-ე წუთზე, "ლოკომოტივის" შეტევას შონიას გოლი მოჰყვა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით ბულისკერიას შანსი არ დაუტოვა.

ამის შემდეგ, "დინამო" გააქტიურდა და ტაიმის მიწურულს 2 გოლიც გაიტანა. თავი ჯერ კიტეიშვილმა, შემდეგ კი ივანიშვილმა გამოიჩინა.

დინამოელები უპირატესობას მეორე ტაიმში ფლობდნენ. 54-ე წუთზე, აკაკი შულაიამ თავისი გუნდის უპირატესობა გაზარდა.

მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი კიტეიშვილმა დუბლი გაიფორმა და შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.. 1:4 - "დინამომ" სეზონის პირველი მატჩი მოიგო.

ლოკომოტივი - დინამო 1:3

გოლები: შონია 21, კიტეიშვილი, 40, ივანიშვილი 44, შულაია 54. კიტეიშვილი 83.

გაფრთხილება: რუხაია.

შემადგენლობები

ლოკომოტივი: თევდორაძე, ქურდაძე, ჭანტურა, შონია, გავაშელიშვილი, გვალია, დავითაშვილი, არველაძე, გაბაძე, უბილავა, სამურკასოვი.

შეცვლა: კომახიძე, ჯიქია. კობახიძე

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ქარდავა, ზივზივაძე, კიტეიშვილი, შუალაია, ივანისენია, ხარაბაძე, ივანიშვილი.

შეცვლა: კუცია, ერგემლიძე, რურუა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები