ავტორიზაცია

დანი ალვეში: "ბრაზილია-გერმანია მსოფლიო კლასიკოა"

დანი ალვეში: "ბრაზილია-გერმანია მსოფლიო კლასიკოა"
თარიღი 26 Mar 2018, 20:52
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა, გერმანიასთან ამხანაგურ თამაშზე ისაუბრა.

"როდესაც ასეთი დონის გუნდს ხვდები, პრობლემები აუცილებლად იქნება. ეს მსოფლიო კლასიკოა.

უკვე არაერთხელ მაქვს გაცემული პასუხი ამ კითხვაზე და ახლაც იგივეს გეტყვით - წარსულს ვერასოდეს შეცვლის, მაგრამ შეგიძლია შეცვალო აწმყო.

გერმანიასთან კარგი მოგონებები ჩვენს გვაკავშირებს, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბოლოს მოხდა. მჯერა, რომ წინ დიდი მატჩი გველის", - განაცხადა 34 წლის ბრაზილიელმა.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 2014 წლის მუნდიალზე, ბრაზილიაში, გაიმართა და მასპინძელი "სელესაო" ნახევარფინალურ ეტაპზე 1:7 განადგურდა.