ეროვნული ლიგა - მეორე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ეროვნული ლიგა - მეორე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით


ეროვნული ლიგა - მეორე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის მეორე ტურის 5-ვე მატჩი დასრულდა. შეხვედრები საკმაოდ მოულოდნელი და უხვგოლიანი გამოდგა.

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი თბილისში შედგა. "დინამომ" "ლოკომოტივი" 4:1 გაანადგურა.

ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი გახდა, რომელიც 2 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა და სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. "დინამოდან" მასთან ერთად აკაკი შულაიაც შევიდა.

GOAL.GE-ს ვერსიით, მეორე ტურის საუკეთესო მეკარე მუჯრიშვილი გახდა. მან "სიონი" რამდენჯერმე გადაარჩინა გაშვებულ გოლს. საბოლოოდ კი მისმა გუნდმა "სამტრედიას" 1:0 მოუგო.

რაც შეეხება შეტევის წინა ხაზს, ზედიზედ მეორედ, სიმბოლურ გუნდში გიორგი გაბედავა მოხვდა. "ჩიხურას" თავდამსხმელი, მართლაც, საუკეთესო იყო საჩხერელთა რიგებში.

"დილამ" "ჩიხურასთან" 1:1 ითამაშა. გორელთა მხრიდან საუკეთესო 11-ეულში რაჟამაშვილი და კორიფაძე მოხვდნენ. რაჟამაშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა და მეტოქის კართან ბევრი მომენტი შექმნა.

მეორე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით
ეროვნული ლიგა - მეორე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები