ფაჩულიამ კარი შეცვალა - ქართველი ცენტრის იდეალური მატჩი NBA-ში [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფაჩულიამ კარი შეცვალა - ქართველი ცენტრის იდეალური მატჩი NBA-ში [VIDEO]



ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამართული შეხვედრა მინესოტასა და გოლდენ სტეიტს შორის, შედეგიანი გამოდგა.

მეორე მეოთხედის გარდა, მასპინძელმა გუნდმა ყველა მეოთხედი მოიგო და საბოლოოდ მეტოქე 6-ქულიანი სხვაობით, 109:103 დაამარცხა.

გოლდენ სტეიტის ლიდერმა სტეფ კარიმ ეს მატჩი გამოტოვა. სამაგიეროდ, 25 წუთი ითამაშა ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ.

ფაჩულიამ გოლდენ სტეიტში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ორმაგი დუბლიც შეასრულა.

მისი მონაგარი 16 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები