როგორ გადაურჩა ატლეტიკოს ყოფილი ფეხბურთელი მადრიდის ტერორისტულ აქტს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

როგორ გადაურჩა ატლეტიკოს ყოფილი ფეხბურთელი მადრიდის ტერორისტულ აქტს?


როგორ გადაურჩა ატლეტიკოს ყოფილი ფეხბურთელი მადრიდის ტერორისტულ აქტს?

რობერტო ხიმენესი მადრიდის "ატლეტიკოს" აღზრდილია და ამავე გუნდის ღირსებას 2005-2008, 2009-2010, 2013-2014 წლებში იცავდა.

ასევე, ის ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებებშიც გამოდიოდა, დღეს კი "მალაგას" ღირსებას იცავს.

32 წლის კიპერი იხსენებს, თუ როგორ გადაურჩა მადრიდის ტერაქტს.

"ამ დღეს, 14 წლის წინ, ჩვეულებრივი დილა გათენდა და სკოლაში მივდიოდი.

როდესაც სადგურში შევედი, ვიბრაცია ვიგრძენი, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მატარებელი მოვიდა.

მაშინვე სიჩქარეს მოვუმატა და კიბეებზე უკვე სირბილით ჩავდიოდი, თუმცა იმედები გამიცრუვდა, მატარებლის კარები უკვე დაკეტილი იყო.

რადგან, მატარებელი ჯერ დაძრული არ იყო, კარების გაღება, ძალის დატანებით ვცადე, რადგან სკოლაში არ დამეგვიანა. სამწუხაროდ, ამ დროს ის დაიძრა და მეც დავაგვიანე.

ზუსტად 5 წუთის შემდეგ, სადგურზე დამაყრუებელი ხმა გაისმა, რაც შემდეგ გავიგეთ, რომ აფეთქება იყო", - განაცხადა მეკარემ.

მადრიდის ტერაქტი
2004 წლის 11 მარტს, მადრიდში მატარებელზე ტერორისტული აქტი განხორციელდა. 3 ასაფეთქებელი მოწყობილობა ვაგონებში იყო დამონტაჟებული.

ტერაქტმა 192 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2000-ზე მეტი კი დაშავდა.

21-თვიანი გამოძიების შემდეგ, ტერაქტში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტერაქტი "ალ ქაიდას" მიერ იყო მოწყობილი, რადგან ესპანელი ჯარისკაცები ერაყში იბრძოდნენ.

ასევე, ტერაქტი დაუკავშირეს ბასკურ ტერორისტულ ორგანიზაციას ETA-საც, თუმცა არც "ალ ქაიდასა" და არც ETA-ს კავშირი არ დადასტურდა.

გაცნობებთ, რომ ეს ტერაქტი ესპანეთში, საპარლამენტო არჩევნებიდან 3 დღით ადრე მოხდა.

იხილეთ ვიდეო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები