ისლანდიის ნაკრების ლიდერმა შეიძლება მუნდიალი გამოტოვოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ისლანდიის ნაკრების ლიდერმა შეიძლება მუნდიალი გამოტოვოს


ისლანდიის ნაკრების ლიდერმა შეიძლება მუნდიალი გამოტოვოს

"ევერტონის" ნახევარმცველმა, გილფი სიგურდსონმა პრემიერ ლიგის 30-ე ტურში "ბრაიტონთან" გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

როგორც Liverpool Echo იტყობინება, სიგურდსონის ეს ტრავმა შეიძლება სერიოზული აღმოჩნდეს - საქმე მუხლის მყესების გაწყვეტას ეხება.

იმ შემთხვევაში, თუ ეს ვარაუდი გამართლდება, ისლანდიელი 2018 წლის მუნდიალს გამოტოვებს, რომელიც რუსეთში 14 ივნისს აიღებს სტარტს და 15 ივლისამდე გაგრძელდება.

მიმდინარე სეზონში ისლანდიის ნაკრების ლიდერმა "კანფეტების" რიგებში 33 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი შეაგდო და ხუთი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები