მანჩესტერის ნახევარმცველი შოტლანდიის ნაკრებში პირველად გამოიძახეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერის ნახევარმცველი შოტლანდიის ნაკრებში პირველად გამოიძახეს


მანჩესტერის ნახევარმცველი შოტლანდიის ნაკრებში პირველად გამოიძახეს

როგორც ვარაუდობდნენ, შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, სკოტ მაკტომინეი კოსტა რიკასთან (23 მარტი) და უნგრეთთან (27 მარტი) გასამართი უახლოესი ამხანაგური მატჩების განაცხადში შეიყვანა.

"წითელი ეშმაკუნების" 21 წლის ჰავბეკი პირველად გამოიძახეს შოტლანდიის ნაკრებში.

შეგახსენებთ, მაკტომინეიმ ინგლისსა და შოტლანდიას შორის გააკეთა არჩევანი. იწერებოდა, რომ ფეხბურთელმა გადაწყვეტილება შოტლანდიელთა მთავარ მწვრთნელ ალექს მაკლიშთან საუბრის შემდეგ მიიღო.

მაკტომინეი ინგლისში დაიბადა და გაიზარდა, მამამისი კი შოტლანდიაშია დაბადებული, მამის მხრიდან მისი ყველა ნათესავი შოტლანდიელია, დედის მხრიდან ზოგიერთი ნათესავი.

ამ სეზონში მაკტომინეიმ "ემიუს" რიგებში 17 მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები