პოგბა, დიდი ალბათობით, სევილიასთან ვერ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პოგბა, დიდი ალბათობით, სევილიასთან ვერ ითამაშებს


პოგბა, დიდი ალბათობით, სევილიასთან ვერ ითამაშებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, პოლ პოგბა, დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგაზე "სევილიასთან" გასამართ საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩს გამოტოვებს.

ფეხბურთელი, მოგეხსენებათ, "ლივერპულთან" (2:1) 10 მარტს მოგებული მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა და დღევანდელი სავარჯიშო სესიაც გამოტოვა.

"ემიუ" - "სევილია" 13 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს.

შეგახსენებთ, ზემოთაღნიშნულ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები