ვიეირამ ვენგერი დაიცვა: "არსენალის გამო ტოპ-კლუბებს უარს ეუბნებოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვიეირამ ვენგერი დაიცვა: "არსენალის გამო ტოპ-კლუბებს უარს ეუბნებოდა"


ვიეირამ ვენგერი დაიცვა:

"არსენალის" ექს-კაპიტანი, პატრიკ ვიეირა "მეთოფეების" თავკაცის, არსენ ვენგერის პირად კრიტიკას არ ეთანხმება.

გარდა ამისა, ყოფილმა ფეხბურთელმა ოდესღაც ლონდონური კლუბის ჩაბარება არ გამორიცხა.

"ოდესღაც "არსენალის" ვარიანტმა შეიძლება დამაინტერესოს. ოდესღაც", - ციტირებს ვიეირას სიტყვებს L'Equipe.

"ამჟამად ვერაფერს ვიტყვი, არ მინდა არსენს შეურაცხყოფა მივაყენო, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და მიყვარს. ვიცი, რომ ძალიან წუხს ამჟამინდელი შედეგების გამო".

"რაც მან კლუბისთვის გააკეთა, რაც ააგო და რაც მოიგო, დაიმსახურა, რომ თავად გადაწყვიტოს, თუ როდის გავიდეს პენსიაზე".

"ჩემთვის რთულია ყველა იმ კრიტიკის მიღება, რომელსაც არსენი პირად დონეზე იღებს. ძალიან კარგად ვიცი, რომ "არსენალის" გამო ტოპ-კლუბების წინადადებაზე იძახდა უარს. ვენგერი ყველას "უარს" ეუბნებოდა, თუმცა ხალხს ეს დაავიწყდა", - დასძინა პატრიკმა.

მოგეხსენებათ, "არსენალის" გულშემატკივართა უმეტესობა არსენ ვენგერის გათავისუფლებას ითხოვს, რომელიც გუნდს 1996 წლიდან წვრთნის.

შეგახსენებთ, 30 ტურის შემდეგ, პრემიერ ლიგაში 48 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები