მიულერი: "ჰაინკესი ყოველი მატჩის წინ რაღაცას ითხოვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მიულერი: "ჰაინკესი ყოველი მატჩის წინ რაღაცას ითხოვს"


მიულერი:

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა და ვიცე-კაპიტანმა, თომას მიულერმა, იუპ ჰაინკესის მუშაობის მეთოდებზე ისაუბრა და 72 წლის ლეგენდარული გერმანელი სპეციალისტი შეაქო.

"ჩვენ სეზონი აშკარად ვერ დავიწყეთ კარგად და მოსამზადებელი ეტაპიც არ იყო კარგი.

იუპის დაბრუნება კი დასაწყისში მართლაც უპირატესობა იყო. მან გუნდი ოქტომბერში ჩაიბარა, როდესაც ყველაფერი ძალიან დაძაბული იყო. თუმცა ის იცნობდა კლუბს, ზოგიერთ მოთამაშეს, სავარჯიშო ბაზასა და სამწვრთნელო შტაბს. ჰაინკესის ზურგი არანორმალურად მნიშვნელოვანი გამოდგა.

ჰაინკესი ძალიან ინტენსიურაად გვესაუბრება და ყველაფერს მკაფიოდ გვეუბნება. მან იცის როგორ მისცეს მოთამაშეებს დასვენების საშუალება ისე, რომ ზედმეტად არ მოგვადუნოს.

ჰაინკესი სრულ თავისუფლებას გვაძლევს, მაგრამ აგრეთვე მოედანზე მკაცრ დისციპლინასა და მოტივაციას ითხოვს. ბუნდესლიგის ყოველი თამაშის წინ ის ჩვენგან კონკრეტულ რაღაცას ითხოვს.

მაშინ, როდესაც ჩემპიონატში ამხელა უპირატესობა გაქვს, შეგიძლია ფეხბურთელებს უბრალოდ უთხრა: "აი ეს 11-ეული შევარჩიე და გადით მოედანზე." თუმცა იუპი ასე არ იქცევა, ის ბოლომდე გვაწვება და მოტივაციას გვაძლევს", - აღნიშნა თომასმა.

იუპ ჰაინკესი "რეკორდმაისტერს" გასული წლის ოქტომბერში, კარლო ანჩელოტის წარუმატებლობის შემდეგ, დაუბრუნდა და გუნდი ფენომენალურად აათამაშა - 25 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები