რომას შემადგენლობა შახტართან თამაშისთვის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რომას შემადგენლობა შახტართან თამაშისთვის


რომას შემადგენლობა შახტართან თამაშისთვის

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ, დონეცკის "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური თამაშისთვის განაცხადი წარადგინა.

რომაულ კლუბს ხვალ საღამოს ედინ ჯეკო დაუბრუნდება, რომელმაც გასულ უქმეებზე "ტორინოსთან" მატჩი გამოტოვა.

პირველი მატჩი იტალიელებმა უკრაინაში 1:2 წააგეს და საკუთარ მოედანზე სიტუაციის შემობრუნებას ეცდებიან.

"მგლების" შემადგენლობა "შახტართან" მატჩისთვის: ალისონი, რომანიოლი, სკორუპსკი; ჟეზუსი, კაპრადოსი, ფლორენცი, ფასიო, ბრუნო პერესი, მანოლასი, კოლაროვი; ნაინგოლანი, სტროტმანი, დე როსი, პელეგრინი, გონალონი, ჟერსონი; პეროტი, ჯეკო, შიკი, უნდერი, ელ შაარავი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები