ვიდალი: "სამივე ტიტულის მოგება მინდა!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვიდალი: "სამივე ტიტულის მოგება მინდა!"


ვიდალი:

მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, მიმდინარე სეზონში თავის მიზნებზე ისაუბრა.

"როგორც ფეხბურთელმა მოედანზე ყოველთვის საუკეთესოდ თამაში უნდა სცადო. პირველ რიგში იმიტომ, რომ გუნდს დაეხმარო და აგრეთვე მთავარ მწვრთნელს დაანახო, რომ მას შენი იმედი შეიძლება ჰქონდეს.

ჩემპიონობა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა - ამ კლუბის მაისურით ყოველ სეზონში სამივე ტიტულის მოპოვება მსურს. უბრალოდ ახლა უფრო მეტი იღბალი გვჭირდება, ვიდრე გასულ სეზონში მადრიდის "რეალთან", - აღნიშნა 30 წლის ჩილელმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი არტურო ვიდალი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები