ბანეგამ თავისი ორი კუმირი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბანეგამ თავისი ორი კუმირი დაასახელა


ბანეგამ თავისი ორი კუმირი დაასახელა

"სევილიას" ნახევარმცველმა, ევერ ბანეგამ თქვა, რომ დიდი ხანია ხავისა და ანდრეა პირლოს თაყვანისმცემელია.

მოგეხსენებათ, ესპანელმა და იტალიელმა ფეხბურთელებმა კარიერა უკვე დაასრულეს.

"რა თქმა უნდა, ყოველთვის მინდოდა ხავისა და პირლოს დავმსგავსებოდი, როცა ფორმის პიკში იყვნენ", - ციტირებს უეფას თვითერის ოფიციალური გვერდი ბანეგას სიტყვებს.

"მათი თამაშის ხილვა ყოველთვის სასიამოვნო იყო. იმის ნახვა, თუ როგორ ბრწყინავდნენ. ზოგჯერ მათი თამაშის კადრებს ვუყურებდი და ვსწავლობდი. მათ წინააღმდეგ მითამაშია. აღფრთოვანებული ვიყავი".

29 წლის ბანეგამ მიმდინარე სეზონში "სევილიას" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები