სილვას დუბლით სიტიმ ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სილვას დუბლით სიტიმ ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]


სილვას დუბლით სიტიმ ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 30-ე ტურში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "სტოკსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის.

ქალაქელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს. თავი დავიდ სილვამ გამოიჩინა.

ესპანელმა ნახევარმცველმა მეორე და ამ შეხვედრაში ბოლო გოლი 50-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიშ დააფიქსირა - 0:2.

ამ გამარჯვებით, "სიტიმ" 81 ქულა დააგროვა და პრემიერ ლიგის ჩემპიონობა კიდევ უფრო გაიმყარა. ისინი მეორე ადგილოსანს მთელი 16 ქულით ასწრებენ.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას გუნდი შემდეგ მატჩს უკვე 31 მარტს, "ევერტონთან" გამართავს.

მიმოხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები