კომპანი: "გვარდიოლამ სწორი შენიშვნა მოგვცა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კომპანი: "გვარდიოლამ სწორი შენიშვნა მოგვცა"


კომპანი:

"სტოკთან" მოგებული 2:0 მატჩის შემდეგ, კომენტარი "მანჩესტერ სიტის" მცველმა ვინსენტ კომპანიმ გააკეთა.

"კარგი იქნება, თუ ჩემპიონობას მანჩესტერთან შეხვედრაში ვიზეიმებთ, თუმცა იქამდე ჯერ კიდევ დროა და სხვა თამაშებზე გვაქვს საფიქრალი.

გვარდიოლამ სწორი შენიშვნა მოგვცა - რაც არ უნდა მოხდეს, უნდა შევეცადოთ, რომ სეზონის ბოლომდე ერთ ტემპში ვითამაშოთ და დიდი ჰანდიკაპის მიუხედავად, არ მოვეშვათ", - აცხადებს კომპანი.

"სტოკთან" მოგებული მატჩის შემდეგ, "სიტიმ" პრემიერ ლიგაში 81 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევრებთან სხვაობა 16 ქულამდე გაზარდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები