მონტელა: "მანჩესტერი სევილიას 2 კომპონენტში ჯობია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მონტელა: "მანჩესტერი სევილიას 2 კომპონენტში ჯობია"


მონტელა:

"მანჩესტერთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარს "სევილიას" მთავარი მწვრთნელი ვიჩენცო მონტელა აკეთებს და მეტოქე გუნდის თავდამსხმელებს უფრთხის.

"პირველი მატჩში კარგად გამოჩნდა, რომ მანჩესტერი სევილიას 2 კომპონენტში სჯობს - ფიზიკურ მომზადებაში და ტექნიკაში.

ეს ლოგიკურიცაა, მანჩესტერს ტოპ ფეხბურთელები ჰყავს. განსაკუთრებით შეტევის წინა ხაზში. მათი შეტევები ჩვენთვის დიდ ხიფათს წარმოადგენს.

წინა შეხვედრით კმაყოფილი ვარ. ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს და იბრძოლეს. წინ კიდევ მინიმუმ 90 წუთია და იმედია, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება", - აცხადებს მონტელა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი "მანჩესტერსა" და "სევილიას" შორის, 13 მარტს შედგება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები