როდის ასრულებს დროგბა კარიერას? - აფრიკელმა ოფიციალური განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

როდის ასრულებს დროგბა კარიერას? - აფრიკელმა ოფიციალური განცხადება გააკეთა


როდის ასრულებს დროგბა კარიერას? - აფრიკელმა ოფიციალური განცხადება გააკეთა

ლეგენდარულმა აფრიკელმა ფეხბურთელმა დიდიე დროგბამ კარიერის დასრულებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, 40 წლის დროგბა ამჟამად ამერიკაში, ფინიქსის რიგებში თამაშობს, თუმცა ეს სეზონი მისთვის ბოლოა.

"სიმართლე გითხრათ, ამ ასაკშიც ვტკბები თამაშით და მიხარია, რომ ახალგაზრდა თანაგუნდელებთან ერთად მიწევს ყოფნა.

თუმცა დროა, ფეხბურთიდან წავიდე. ვადასტურ​ებ, რომ ეს სეზონი ჩემთვის ბოლო იქნება. უკვე 40 წლის ვარ", - აცხადებს დროგბა.

შეგახსენებთ, რომ ფინიქსში გადასვლამდე დროგბა მონრეალში ირიცხებოდა, სადაც 20 გოლზე მეტი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები