დავიდ სილვა თავისი შედეგის გაუმჯობესებას აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დავიდ სილვა თავისი შედეგის გაუმჯობესებას აპირებს


დავიდ სილვა თავისი შედეგის გაუმჯობესებას აპირებს

პრემიერ ლიგის გასული ტურის შეხვედრა "სტოკსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის, სტუმართა გამარჯვებით 0:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ესპანელი ნახევარმცველი დავიდ სილვა გახდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

სილვა თავისი შედეგის გაუმჯობესებას აპირებს. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 8 გოლია.

საუკეთესო შედეგი კი მან 2014/15 წლების სეზონში დააფიქსირა, როცა ერთ სეზონში 12 გოლი გაიტანა.

8 გატანილი გოლის გარდა, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სილვას ანგარიშზე 9 საგოლე გადაცემაა, რაც სანესა და დე ბრუინის შემდეგ, საუკეთესო შედეგია ჩემპიონატში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები