გვარდიოლა: "ახლა სიტი მხოლოდ ერთ მატჩზე ფიქრობს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გვარდიოლა: "ახლა სიტი მხოლოდ ერთ მატჩზე ფიქრობს"


გვარდიოლა:

"სტოკთან" მოგებული 2:0 მატჩის შემდეგ კომენტარი "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.

"იქამდე ჯერ ძალიან დიდი დროა დარჩენილი, თუმცა სიტი უნდა მანჩესტერთან მატჩზე ფიქრობს, სადაც შესაძლოა უკვე ჩემპიონები გავხდეთ.

თუმცა ჩემპიონობაზე მეტად, ჩვენი მიზანი იუნაიტედის დამარცხება იქნება. ყველაფერი ჩვენს ხელშია. ტიტულის მოგების იდეალური შანსი გვაქვს და საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

ვიცი, რომ გულშემატკივრებს სურთ, ჩემპიონები მანჩესტერთან მატჩის შემდეგ გავხდეთ, მაგრამ ყველაფერი ასე ადვილად არ არის", - აცხადებს გვარდიოლა.

აპრილის თვეში, მანჩესტერული დერბი გაიმართება და თუ "სიტი" მოიგებს, გუნდი ოფიციალურად გახდება პრემიერ ლიგის ჩემპიონი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები