"როცა რეალის ინტერესი გავიგე, ტელეფონი გავთიშე", - მადრიდელებს ტრანსფერი ჩაეშალათ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"როცა რეალის ინტერესი გავიგე, ტელეფონი გავთიშე", - მადრიდელებს ტრანსფერი ჩაეშალათ



მადრიდის "რეალს" ხორვატი კიპერის კარლო ლეტიჩას დამატება სურდა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა.

21 წლის მეკარე ამბობს, რომ ის ამჟამად მხოლოდ კლუბსა და ნაკრებზეა ორიენტირებული.

"რეალის" მხრიდან ჩემი ინტერესის შესახებ, MARCA-ზე ვნახე და უმალვე ტელეფონი გავთიშე", - განაცხადა ფეხბურთელმა.

ასევე, მისმა აგენტმაც გააკეთა კომენტარი: "კარლო "ჰაიდუკის" ღირსებას იცავს და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს კლუბია. მას არსად წასვლა არ ეჩქარება."

გაცნობებთ, რომ მეკარე ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდის და ის იბრძვის, რომ პირველ გუნდთან ერთად 2018 წლის მუნდიალზე მოხვდეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები