რა მიზეზით ჩავიდა პსჟ-ს პრეზიდენტი ბრაზილიაში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რა მიზეზით ჩავიდა პსჟ-ს პრეზიდენტი ბრაზილიაში?


რა მიზეზით ჩავიდა პსჟ-ს პრეზიდენტი ბრაზილიაში?

"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი ბრაზილიაში ჩაფრინდა.

ცნობილია, რომ ყატარელი ბიზნესმენი სამხრეთ ამერიკაში ნეიმარის გამო გაემგზავრა.

ბრაზილიელმა ტრავმა მიიღო და ის რეაბილიტაციის კურსს, პარიზის ნაცვლად, სამშობლოში გადის.

ბოლო პერიოდში, ხშირად იწერება, რომ "რეალი" 26 წლის შემტევის დამატებას გეგმავს და თითქოს ნასერ ალ ხელაიფიც ამ საქმეზე ჩავიდა ბრაზილიაში.

თუმცა, პრესა წერს, რომ პრეზიდენტი ნეიმარს სხვა საქმის განსახილველად ეახლა.

ყატარელმა ბიზნესმენმა ამცნო ფეხბურთელს, თუ რომელ ივენთებს უნდა დაესწროს პარიზში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები