ბარსელონამ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბარსელონამ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა


ბარსელონამ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

მადრიდის "რეალთან" განცდილი მარცხის შემდეგ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარს კვლავ "ბარსელონაში" დაბრუნება სურს.

ამ ფაქტზე, კატალონიური გუნდის სპიკერმა ხოსეპ ვივესმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"ჩვენთვის არ არის ცნობილი, რომ ბრაზილიელს კლუბში დაბრუნება სურს.

ნეიმარმა "ბარსელონა" ზაფხულში დატოვა და მას კლუბმა წარმატებები უსურვა, მას შემდეგ კი ფეხბურთელთან არანაირი კავშირი არ ყოფილა.

არ ვაპირებთ, რომ დებატებში შევიდეთ, თუ ვინ რა თქვა. ნეიმარი ჩვენი საკუთრება არ არის და მასზე ლაპარაკს არ ვაპირებთ", - განაცხადა სპიკერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები